ახალი ამბები
50 500 ლარი ვერ დახარჯეს მეჯვრისხევში ქეცხურის არხის გასაწმენდად
გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ სოფელ მეჯვრისხევში სარწყავი არხი გასაწმენდი დატოვეს.

ამის გამო კომპანია ,,ლელო'' 2022 წლის 19 მაისს შავ სიაში შეიყვანეს.

კომპანიას, 2021 წლის 9 დეკემბრიდან 2022 წლის 9 მარტამდე, არხის სრული რეაბილიტაცია უნდა განეხორციელებინა.

ქეცხურის არხის რეაბილიტაციისთვის 50 500 ლარი იყო გათვალისწინებული. ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო.

თუმცა, ბათუმში რეგისტრირებული კომპანია ისედაც შავ სიაში იყო. კერძოდ, 2022 წლის 15 იანვარს ის შავ სიაში ნინოწმინდის მერიის მოთხოვნით დაარეგისტრირეს.

უფრო მეტიც, როგორც qartli.ge-მ გაარკვია, ნინოწმინდის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 2021 წლის 7 დეკემბერს ნინოწმინდის მერს მოსთხოვეს, რომ ,,ლელო'' შავ სიაში დაერეგისტრირებინათ.

7 დეკემბერს კი ლელო გორის მერიის 9-წევრიან კომისიას არწმუნებდა, რომ მას საკმაოდ გამოცდილება ჰქონდა არხების რეაბილიტაციის კუთხით.

2021 წლის 17 დეკემბერს გორის მერიამ ,,ლელოსთან'' ხელშეკრულება გააფორმა. 2022 წლის 15 იანვარს კი ნინოწმინდის მერიამ შავ სიაში შეიყვანა.

მეჯვრისხევის არხს რაც შეეხება, 2022 წლის 25 მარტს კომპანიამ მერიას აცნობა, რომ უხვი ნალექების გამო, არხის გაწმენდა ვერ შეძლო, ამის გამო, ვადის გადაწევა მოითხოვა 45 დღით.

25 მარტს გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლება შეადგინეს ოქმი, რომლის მიხედვით კომპანია ,,ლელოს'' შესრულებული ჰქონდა სამუშაოების უმეტესი ნაწილი. ხოლო 2022 წლის 29 მარტს გორის მერიის ინსპექტირების ჯგუფმა დაადგინა, რომ სამუშაოები არ იყო შესრულებული, ხოლო არც განახლებული.

ამის გამო, გორის მერმა 2022 წლის 30 მარტს ხელშეკრულება შეწყვიტა. 19 მაისს კი შავ სიაში დაარეგისტრირეს.

გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში ,,ქეცხურის დასახლების" სარწყავ არხს, რომელსაც მოსახლეობა იყენებს სარწყავად და წვიმის პერიოდში მთიდან მოვარდნილ წყალსაც ატარებს გასულ წლის განმავლობაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა გარკვეულ მონაკვეთს, პროექტის ფარგლებში უნდა მოხდეს დარჩენილი მონაკვეთის დაახლოვებით 1200-1300 მეტრზე. სანიაღვრე არხის ამოწმენდა და გატანა, არხის სივიწროვის გამო ზოგიერთ ადგინას (დაზუსტდეს პროექტირებისას) უნდა მოხდეს ამოწმენდა და გვერდულებზე დაყრა.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები