ახალი ამბები
გორში ,,თრიალეთის'' შენობიდან ხელოსნების ხელსაწყოები მოიპარეს
გორში, ერთი კვირაა ქურდობის ფაქტები გახშირდა. წუხელ ტელეკომპანია ,,თრიალეთის'' ხელოსნების ხელსაწყოები მოიპარეს.

,,თრიალეთის'' ხელმძღვანელობის ცნობით, ხელსაწყოების ღირებულება 3 000 ლარს შეადგენს.

ქურდები დააფიქსირა სათვალთვალო კამერამ. როგორც ტელეკომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, დაუდგენელი პირები შემდეგ ქალაქის ქუჩებში გადაადგილდნენ.

როგორც აღვნიშნეთ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაშ გაქურდეს ელიტელექტრონიქსის მაღაზია, დეილის მაღაზია, სასურსათო მაღაზია და ა.შ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები