ახალი ამბები
მეტეხში კერამიკის ქარხანა მზის ენერგიაზე იწყებს მუშაობას
კასპში, საქართველოში ყველაზე მძლავრი მზის ელექტროსადგური ამოქმედდება. საუბარია 1.1 მეგავატის სიმძლავრის მზის ელექტროსადგურზე, რომელსაც კომპანია “green energy” "მეტეხი კერამიკისთვის“ აწყობს.

“Green energy”-ს დამფუძნებელმა დავით შვანგირაძემ განუცხადა, ადგილზე 500 კილოვატის მქონე მზის პანელები უკვე განთავსდა, დარჩენილი ნაწილის მოწყობა კი ახლა მიმდინარეობს, საბოლოოდ მზის ელექტროსადგური მომდევნო კვირაში ამოქმედდება.

აღსანიშნავია, რომ ამ სიმძლავრის პროექტის ღირებულება $610 000-ია. კომპანია თანხის ამოღებას, დაახლოებით, 5 წელიწადში შეძლებს.

„მომდევნო კვირიდან მზის ელექტროსადგური უკვე ჩაეშვება. ის მზის ენერგიით „მეტეხი კერამიკას“ მოამარაგებს. დღევანდელი მონაცემებით, ეს საქართველოში ყველაზე დიდი და მძლავრი მზის ელექტროსადგურია, რომლის სიმძლავრე 1.1 მეგავატი იქნება“, - აღნიშნავს დავით შვანგირაძე.

ინფორმაციას ბიზნესმედია ავრცელებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები