ახალი ამბები
ცხოველთა დამცველებმა გორში აქცია გამართეს
გორის საკრებულოს წინ ცხოველთა დამცველებმა აქცია გამართეს. თიკო კვალიაშვილი, ნათია ნოზაძე და სხვები აცხადებენ, რომ შიდა ქართლის ხელისუფლება დიდ შეცდომას დაუშვებს, თუკი ორგანიზაციიდან თამარ აფციაურს გაათავისუფლებენ.

თამარ აფციაური თითქმის 10 წელია გორის თავშესაფარს ხელმძღვანელობს. 2021 წლის ივლისიდან კი ახლად დაფუძნებულ შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოს დირექტორად დანიშნეს.

დღეს, როგორც მედიაში გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური სააგენტოს ხელმძღვანელი, თამარ აფციაური თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ამის შესახებ სხვადასხვა წყაროზე დაყრნობით ინფორმაცია ტელეკომპანია ,,თრიალეთმა'' გაავრცელა. ამავე წყაროს ცნობით, თამარ აფციაურის ნაცვლად კი დაინიშნა გორის საკრებულოს წევრი, ,,ქართული ოცნების'' ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელები ბექა გიუნაშვილი.

ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არც ერთი მხარე ადასტურებს. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ორგანიზაციის ხელმძღვანელი კვლავ თამარ აფციაურია. წესდების მიხედვით, მისი გათავისუფლებისა და ახალი დირექტორის დანიშვნის საკითხი შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის მერებმა უნდა გადაწყვიტონ.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები