ახალი ამბები
სტიქია გორში - 70 შეტყობინება შევიდა საგანგებო სამსახურში
სეტყვა და ძლიერი წვიმა მოვიდა გორსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში.

გორის მერიის ცნობით, უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების მოგვარება და ამოტუმბვის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

"მუშაობს ყველა შესაბამისი უწყება, ვმუშაობთ კორდინირებულად და მაქსიმალურად ვცდილობთ სწრაფად აღმოიფხვრას უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული პრობლემები. ამ დროისთვის, ჩვენი ინფორმაციით, 70 - ზე მეტი შეტყობინებაა სამაშველო სამსახურში შესული და მაქსიმალურად ხდება რეაგირება და დახმარება. ადგილზეა მერიის კეთილმოწობის სამსახურიც და იმედი მაქვს, რომ დროულად აღმოიფხვრება ძლიერი ნალექის შედეგად გამოწვეული ყველა პრობლემა." - გორის მერის მოადგილე.

მობილიზებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. ამოტუმბვის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ახორციელებენ. - აღნიშნავენ მერიაში.





Print

სტატიის გამოყენების პირობები