ახალი ამბები
გორში ათეულობით სახლის სარდაფიდან წყლები ამოტუმბეს
დილამდე გრძელდებოდა სამუშაოების რომელიც გორის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 7 ივნისს დაიწყეს.

სეტყვამ და უხვმა ნალექმა ქალაქის სხვადასხვა უბანში პრობლემები შექმნა.

გორის მერიის ცნობით, დატბორვის შესახებ შეტყობინებების რაოდენობა დაახლოებით 70-ს შეადგენს.

დილის მდგომარეობით, ყველა ცენტრალური გზა გაწმენდილია. არც ერთ ლოკაციაზე მთის ფერდობებიდან ჩამოშლილი მასა პრობლემას აღარსად ქმნის.

Print

სტატიის გამოყენების პირობები