ახალი ამბები
ხაშურში სამშენებლო მასალების დაყრის ფაქტზე მოქალაქე დააჯარიმეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მოქალაქე დააჯარიმეს სამშენებლო ნარჩენების უკანონო განთავსების ფაქტზე.

ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ღონისძიება ჩატარდა დაბინძურების პრევენციის მიზნით.

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური მიმართავს სისტემატურ მონიტორინგს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების უკანონოდ განთავსებისა და დაბინძურების პრევენციისთვის. ზედამხედველობის სამსახურმა სამართალდამრღვევის მიმართ გაატარა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები: შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა სასამართლოს.'' - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები