ახალი ამბები
რუისის საფეხბურთო გუნდი ქარელის ჩემპიონი გახდა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის საფეხბურთო გუნდი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩემპიონი გახდა.

მეორე ადგილზე აგარის გუნდი, ხოლო მესამე ადგილს - ქალაქ ქარელის გუნდი გახდა.

პრიზები მერიამ დააწესა.

ფინალურ შეხვედრაზე რუისმა აგარას 2:1 სძლია.

პირველ ადგილზე გასულ გუნდს გადაეცა ფულადი ჯილდო 500 ლარი, მეორე ადგილზე გასულ გუნდს - 400 ლარი და მესამე ადგილზე გასულ გუნდს - 300 ლარის ოდენობით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები