ახალი ამბები
2 მიზეზი, რატომაც დაგროვდა წყალი მტკვრისა და ლიახვის პირას
უხვი ნალექის გამო, გორში, მდინარეების: მტკვრისა და ლიახვის სანაპიროზე წყალი გროვდება.

განსაკუთრებით, ეს ფაქტი შემაშფოთებელი აღმოჩნდა 7 ივნისის სტიქიის დროს, როდესაც ერთბაშად მოსულ წყალს ვერც ერთმა სანიაღვრე არხმა გაუძლო.

წყლის ნაკადმა დინება მდინარეების სანაპიროსკენ დაიწყო, თუმცა იქაც ვერ პოვა გასავალი. ჩვენ გავარკვიეთ, თუ რატომ გაძნელდა თვით სანაპიროებზე წყლის გატარება.

აღმოჩნდა, რომ ჭალისა და წყაროსუბნის დამაკავშირებელ გზაზე, ბარნოვის ქუჩაზე, ცხაური ფოთლებით ადვილად დაიფარა, რამაც წყლის დაგროვება გამოიწვია.

რაც შეეხება მდინარე ლიახვის სანაპიროს, სოხუმის ქუჩაზე, აქ წყალი ნებისმიერ წვიმის დროს გროვდება. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, მერია ჯერ კიდევ 2019 წელს დაპირდა, რომ სანიაღვრე არხის ტევადობას გაზრდიდა, თუმცა დაპირება არ შესრულდა.

1. ქვემოთ ფოტოზე: სოხუმისა და ანწუხელიძის ქუჩის გადაკვეთა ნალექის დროს სანიაღვრე არხით



2. ქვემოთ ფოტოზე: სოხუმისა და ანწუხელიძის ქუჩის გადაკვეთა მზინ ამინდში სანიაღვრე არხით



3. ქვემოთ ფოტოზე: ბარნოვის ქუჩა ნალექიან ამინდში




4. ქვემოთ ფოტოზე: ბარნოვის ქუჩა უნალექო ამინდში



5. ქვემოთ ფოტოზე: ბარნოვის ქუჩის სანიაღვრე არხი

Print

სტატიის გამოყენების პირობები