ახალი ამბები
ქვათაცვენის გამო რიკოთის გზა დროებით დაკეტეს
დღეს დილის 7 საათიდან რიკოთის გზა დაიკეტა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრავ მგზავრებს გადაადგილება ალტერნატიული გზით შეუძლიათ.

კერძოდ, მოძრაობა საჩხერე-ჭიათურა-გომის მიმართულებით გადაერთო.

გზის დაკეტვის მიზეზი გახდა ქვათაცვენის საშიშროება. რიკოთის უღელტეხილზე ახალი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები