ახალი ამბები
გორში მტკვრის სანაპიროზე კომერციული ობიექტი შენდება
გორში მტკვრის სანაპიროზე კომერციული ობიექტი შენდება.

მშენებლობის ნებართვა გორის მერიამ გასცა. სამუშაოები 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2022 წლის ოქტობერში დასრულდება.

ნაკვეთის მეპატრონე საბერძნეთის მოქალაქე ლევან ხუბულურია.

მტკვრის სანაპიროზე ნაკვეთი გორის გამგეობამ 2012 წელს გაყიდა. მყიდველები იყვნენ ჯერ ზურაბ მეტრეველი, შემდეგ ზვიად გოგიაშვილი. მათგან კი 2013 წელს დაახლოებით 350 კვ.მ მიწის ნაკვეთი ლევან ხუბულურმა შეისყიდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები