ახალი ამბები
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ბრძანებით, გორის მერიაში რეორგანიზაცია დაიწყო
გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა რეორგანიზაცია დაიწყო. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს გამოქვეყნდა.

ბრძანებაში ვკითხულობთ:

,,გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის, მოქალაქაზე და მის საჭიროებებზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისათვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილია გორის მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყოს რეორგანიზაცია.

ვბრძანებ:

,,გორის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემური და ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით დაიწყოს რეორგანიზაცია გორის მუნიციპალიტეტის მერიაში

რეორგანიზაცია განხორციელდეს 3 ეტაპად:

- რეორგანიზაციის დაგეგმვა

- რეორგანიზაციისთვის საჭირო სამართლებრივია აქტების ცვლილებების მომზადება და ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავება.

- რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობა.

- რეორგანიზაცია დასრულდება ხელმოწერიდან არაუმეტეს ერთი თვისა'' .




-
Print

სტატიის გამოყენების პირობები