ახალი ამბები
გორში პოლიციამ ,,ლიბრეს'' დაყაჩაღების ფაქტზე მეორე ბრალდებულიც დააკავა
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 2005წელს დაბადებული გ.თ. და 2003 წელს დაბადებული მ.ნ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

მეორე ბრალდებული 10 ივნისს საღამოს, სოფელ ქვახრელში დააკავეს.

„დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 8 ივნისს, ღამის საათებში, გორში, სუპერმარკეტების ქსელ „ლიბრეს“ ფილიალს ყაჩაღურად თავსდაესხნენ. თავდამსხმელებმა სუპერმარკეტის მოლარესა და კონსულტანტს ფიზიკურიშეურაცხყოფა მიაყენეს, ცივი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, შემდეგ კი სუპერმარკეტიდან გაიტაცეს სეიფი მასში მოთავსებული 815 ლარით. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებებისშედეგად, პოლიციამ ორივე ბრალდებული დააკავა.ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტითმიმდინარეობს“ - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები