ახალი ამბები
გორში ქალს ჩანთა გასტაცეს - პოლიცია მოზარდს წმინდაწყალზე ეძებს
გორში ქალს ჩანთა გასტაცეს. დაზარალებულმა პოლიცია გამოიძახა და განუცხადა, რომ არასრულწლოვანი იყო.

სამძებრო ოპერაცია წმინდაწყლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

წინასწარი ინფორმაციით, არასრულწლოვანი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე შევიდა, საიდანაც სავარაუდოდ გაქცევა შეძლო.

გორის შს სამმართველოს თანამშრომლები სამძეობრო ოპერაციას წმინდაწყლის ტერიტორიაზე ატარებენ. 

ჩხრეკა ჩაატარეს კორპუსშიც.

შს სამინისტროს პრეს-სამსახური ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები