ახალი ამბები
გორში ქალის ძარცვის ფაქტზე სრულწლოვანი პირი დააკავეს
გორის პოლიციამ ძარცვის ფაქტზე დააკავა მამაკაცი.

საქმე ეხება გუშინ საღამოს მომხდარ ფაქტს. წმინდაწყლის ტერიტორიაზე ქალს ჩანთა წაართვეს, სადაც თანხა ჰქონდა.

თავდაპირველად, დაზარალებული უთითებდა, რომ სავარაუდოდ თავდამსხმელი არასრულწლოვანი იყო.

თუმცა მხილებული პირი სრულწლოვანი აღმოჩნდა.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები