ახალი ამბები
გორში ფოიერვერკების შეძენისას ქრთამის აღების ფაქტზე კულტურის ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
გორში ქრთამის აღების ფაქტზე კულტურის ცენტრის თანამშრომელი მაია შარაშენიძე დააკავეს.

მისი ადვოკატის, თამარ თედლიაშვილის თქმით, ბრალი ანტიკორუფციულმა სააგენტომ წაუყენა. შარაშენიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ბრალდება ეხება ფოიერვერკების შეძენის საქმეს.

კერძოდ, 26 მაისის ღონისძიების დროს, გორის მერიის კულტურის ცენტრმა შეისყიდა 2200 ლარის ღირებულების ფოიერვერკი.

ხელშეკრულებას ხელს აწერენ: კულტურის ცენტრის მატერიალური შესყიდვების სამსახურის წარმომადგენელი გიორგი ქარელი და ინდმეწარმე ნიკოლოზ აბრამიშვილი.  ინდმეწარმე თბილისშია რეგისტრირებული.

ბრალდების მიხედვით,  ინდმეწარმემ კულტურის ცენტრის თანამშრომელს გარკვეული თანხა უკან დაუბრუნა, რადგან გამარტივებული შესყიდვა სწორედ მასთან და არა სხვა კომპანიასთან დადეს.

ბრალდებულის ადვოკატი თამარ თედიაშვილი ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს, რადგან მას გაუთქმელობის ხელწერილზე მოაწერინეს ხელი . გამოძიება გრძელდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები