ახალი ამბები
ახალი ხელმძღვანელი ჰყავს მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოს შიდა ქართლში
მიუსაფარ ცხოველთა შიდა ქართლის სააგენტოს ახალი დირექტორი ჰყავს.

ბაქარ გიუნაშვილი მუშაობას დღეიდან შეუდგა. მან თამარ აფციაური შეცვალა. თამარ აფციაური სააგენტოში რჩება.

როგორი იქნება ახალი ხელმძღვანელის სამოქმედო გეგმა, ჯერ უცნობია.

ცხოველთა დამცველები აცხადებენ, რომ აუცილებელია მაქსიმალური ყურადღება ცხოველთა პოპულაციის უკონტროლო ზრდას მიექცეს.

როგორც ცნობილია, 2021 წლის შემოდგომიდან შეიქმნა რეგიონალური სააგენტო. სააგენტო შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან ფინანსდება.

ბოლო დროს გამოიკვეთა პრობლემა, რომ სააგენტოს თანამშრომლები ხაშურიდან, ქარელიდან და კასპიდან წაყვანილ ძაღლებს კასტრაციის და  სტერილირების შემდეგ გორში ტოვებენ და უკან აღარ აბრუნებენ.

გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმაც განმარტა, რომ საკითხი მოსაგვარებელია მუნიციპალურ დონეზე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები