ახალი ამბები
გორის მერიაში განიხილავენ საკითხს სამსახურის უფროსების მოადგილეების შტატების გაუქმების შესახებ
გორის მერიაში სამსახურის უფროსების მოადგილეების შტატების გაუქმებაზე მსჯელობენ.

მერიის რამდენიმე თანამშრომელი აღნიშნავს, რომ ეს სწორედ იმ რეორგანიზაციას უკავშირდება, რომლის შესახებ რამდენიმე დღის წინ ვწერდით.

სამსახურის უფროსების ავადმყოფოფის გამო ან სხვა რაიმე მიზეზით გადადგომის შემდეგ, უფლებამოსილებას ვერ განახორციელებენ, მათ ფუნქციებს განყოფილების უფროსები შეითავსებენ.

შესაბამისად, სამსახურის უფროსების მოადგილის შტატების არსებობა მიზანშეუწონლად ჩათვალეს.

ცნობისათვის, გორის მერიას 9 სამსახური ჰყავს. თითოეულ სამსახურში რამდენიმე განყოფილებაა. ახლა გასარკვევია ის, თუ რომელი განყოფილების უფროსი იქნება მოვალეობის შემსრულებელი იმ შემთხვევაში, თუკი სამსახურის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდება.

როგორც ცნობილია, გორმა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი 2017 წელს დაკარგა. ამ დროს ქალაქი და თემი გაერთიანდა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის მერიას დიდი ქალაქებისთვის განკუთვნილი სტრუქტურა შეურჩიეს (სამსახურის უფროსების მოადგილეების შტატების გათვალისწინებით). მაშინ თვლიდნენ, რომ ფორმალურად, მაგრამ მაინც, გორის, როგორც ქალაქის "სტატუსი", ფუნქცია, როლი და იმიჯი ამაღლებულიყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები