ახალი ამბები
ახალგორი-თბილისის გზაზე (ფოტოამბავი)
13-17 ივნისს ახალგორი-თბილისის გზა გაიხსნა.

ეს გადაწყვეტილება ახალგორელებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ახალი პრეზიდენტი ალან გაგლოევი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, პირდებოდა მათ, რომ გზა პერიოდულად გაიხსნება.





გამშვებ პუნქტზე, რომელიც ახალგორის რაიონის სოფელ მოსაუბრუნთან მდებარეობს, 13 ივნისსავე უამრავი ადამიანი შეიკრიბა.

გადაადგილების მსურველების რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ საღამოს 18 საათვის ბევრმა ვერ მოასწრო გამყოფი ხაზის გადაკვეთა.




გადამკვეთი პუნქტები დაიკეტა 2019 წლის 4 სექტემბერს მას შემდეგ, როდესაც ხაშურის სოფელ ჩორჩანასა და ზნაურის რაიონის სოფელ წნელის შორის საქართველოს შს სამინისტრომ საპოლიციო საგუშაგო გააკეთა.

ამ საგუშაგოს არსებობა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მაშინდელი ხელისუფლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებდა, რომ გადამკვეთი პუნქტები მაშინ გაიხსნებოდა, როდესაც წნელისი-ჩორჩანას საგუშაგოს საქართველოს ხელისუფლება გააუქმებდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები