ახალი ამბები
კასპის 3 სოფელი წყლის გარეშეა დარჩენილი - ძრავი ადგილზე დაათვალიერეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაში, ჭაბურღილის ტუმბო დაზიანდა ძრავთან ერთად. ამის გამო, სასმელი წყალი არ მიეწოდება 3 სოფელს ყარაფილას, სარიბარსა და ზადიანთკარს.

სამივე სოფელი გამყოფ ხაზთან მდებარეობს.

როგორც კასპის ,,სოფლის წყლის'' წარმომადგენელმა ოლეგ მჭედლიშვილმა აღნიშნა, ტუმბო ადგილზე 13 ივნისს დაათვალიერეს და დაასკვნეს, რომ ის აღარ გაკეთდება.

,,შეცვლას დამატებით ესაჭიროება მართვის კარადა, შედეგადაც კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები ყარაფილას, ზადიაანთკარის და სარიბარის მოსახლეობა დარჩენილია სასმელი წყლის მიწოდების გარეშე, რაც იწვევს მოსახლეობის სამართლიან უკმაყოფილებას. ზემოაღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა განხორციელდეს დაზიანებული ტუმბო ძრავის შეცვლა ახლით მართვის კარადასთან ერთად.'' - სწერს თემის წარმომადგენელი ვლადიმერ გოჭოშვილი კასპის მერს ვახტანგ მაისურაძეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები