ახალი ამბები
გორის თეატრი მუშაობს სპექტაკლზე, რომლის პრემიერა მალტას ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართება
"დაუძახე ბროწეულო, პურის თავთავო!" გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო, პროფესიულ, დრამატულ თეატრში თანამედროვე სპარსი დრამატურგის ამირ დეჟაქამის პიესაზე მუშაობენ.

ეს, ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის პირველი ნამუშევარი იქნება ერისთავის თეატრის სცენაზე.

ერთმოქმედებიანი დრამა სამხატვრო ხელმძღვანელმა სპეციალურად შეარჩია საგასტროლო ჩვენებისთვის მალტას ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე "EUღOAღთ 2022"; სადაც გაიმართება კიდეც სპექტაკლის პრემიერა.

საქართველოში დაბრუნებული შემოქმედებითი ჯგუფი შემდეგ ჩვენებებს რუსთაველის თეატრსა და ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე გეგმავს. რის შემდეგაც "დაუძახე ბროწეულო პურის თავთავო!" წარმოდგენილი იქნება ერისთავის თეატრის სცენაზე გორელი მაყურებლისთვის.

პიესა სპარსული პოეზიისთვის დამახასიათებელი ესთეტიკით გვიყვება ერთი პიროვნების მეტამორფოზას სიყვარულის გზაზე, გაცხოველებიდან კათარზისამდე. გვიჩვენებს გმირის თავდაპირველ კონფლიქტს შემქმნელთან და შემდგომი მონანიების პროცესს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები