ახალი ამბები
,,გეპატიჟებით ჯოჯოხეთში'' - ხაშურის სტადიონზე მომხდარ ფაქტს ფედერაციის პრეზიდენტი ფეისბუქზე ეხმაურება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება იმ ფაქტს, რომელიც ხაშურის "ივერიასა" და "გლდანს" შორის მატჩის დროს მოხდა.

"ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა ხაშურში. ამ ქალაქში გულშემატკივარი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა ახალ სტადიონს და ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ინციდენტი დაფიქსირდა. მსგავსი შემთხვევები აზიანებს ჩვენთვის საამაყო სპორტის სახეობას, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი ყავს. ვწუხვარ, რომ ასეთი ფორმით მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხაშურის ახალი სტადიონი. არანაირი გამართლება არ აქვს და ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რაც გუშინ საფეხბურთო მინდორზე ვიხილეთ! 15 ივნისის ინციდენტზე სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება", - წერს კობიაშვილი.

15 ივნისს ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა  ივერიის სტადიონზე გამართული შეხვედრა. მოედანზე ერთმანეთს ,,ივერია'' და ,,გლდანი'' დაუპირისპირდა.

მაყურებელმა ბოთლი ,,გლდანის'' მეკარისკენ გადააგდო. მეკარემ ტრიბუნისკენ მისი გასროლა სცადა, თუმცა ,,ივერიის'' თავდამსხმელ ფეხბურთელს სანდრო ხაჩიძეს სახეში მოხვდა. ხაჩიძეს კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარეს.

რეგიონალური ლიგის "ა" ჯგუფის ლიდერი სწორედ "გლდანი" იყო, ხაშურის "ივერია" კი სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს იკავებდა.

ფოტო და ვიდეო: ტვ ივერია



 



Print

სტატიის გამოყენების პირობები