ახალი ამბები
ალან გაგლოევმა ახალგორის, ზნაურისა და ჯავის რაიონების გამგებლები თანამდებობიდან გადააყენა
საკადრო ცვლილებებია დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში. თანამდებობები დატოვეს ახალგორის, ზნაურისა და ჯავის რაიონების გამგებლებმა.

დე-ფაქტო სამრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ალან გაგლოევის გადაწყვეტილებით, ახალგორის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას დროებით ასრულებს რეზო დევიძე. აქ გამგებლის პოსტი დატოვა ვლადიმერ გულიევმა.

რეზო დევიძე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს. აქტიურად იყო ჩართული 13-17 ივნისს, გამშვები პუნქტებთან მოსახლეობის ორგანიზებულად გადაადგილების საქმეში.  როგორც ვწერდით, 13 ივნისს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით გაიხსნა გამშვები პუნქტები და 17 ივნისს დაიხურა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები