ახალი ამბები
20-23 ივნისს შიდა ქართლში ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი
20-23 ივნისს შიდა ქართლში ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი.

ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება.

ნალექთან ერთად მოსალოდნელია ტემპერატურის კლება. მაგალითად, თუკი 20 ივნისს დღისით 28 გრადუსი იქნება, 23 ივნისს 15-18 გრამდუსამდე დაეცემა.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, გორში ნალექიანი ამინდი იქნება, +28 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი. იწვიმებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები