ახალი ამბები
სამოქალაქო აქტივისტის ცნობით, ხაშურში ჟურნალისტებს ემუქრებიან
სამოქალაქო აქტივისტის, ზაზა მეხრიშვილის ცნობით, ხაშურში ჟურნალისტებს ემუქრებიან.

მისი განმარტებით, საქმე ტვ ივერიის წარმომადგენლებს ეხება.

მუქარის ზარები და მესიჯები მას შემდეგ გახშირდა, რაც ,,ტვ ივერიის'' ჟურნალისტებმა ხაშურის სტადიონზე მომხდარ ინციდენტის ამსახველი კადრები გაავრცელეს.

ამ კადრებში 16 წლის ჟურნალისტი, რომელსაც პირდაპირი ეთერი მიჰყავდა, გმობდა იმ ძალადობას, რაც სტადიონზე განხორციელდა, განსაკუთრებით ხაშურის საფეხბურთო კლუბ ივერიის გულშემატკივრების მხრიდან.

შეგახსენებთ, ხაშურის სტადიონზე ჩხუბი მოხდა. დაშავდა ერთი ფეხბურთული. საკითხს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი სწავლობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები