ახალი ამბები
ადვოკატის ცნობით, გორში ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებული პირი გაამართლეს
საქალაქო სასამართლომ გაამართლა გორელი მოქალაქე, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით იყო დაკავებული.

საქმე ეხება ამბავს, რომლის თაობაზეც გასულ წელს, შს სამინისტრომ ათამდე წევრი დააკავა.

ადვოკატის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, აღნიშნულ საქმეზე შემხებლობა საერთოდ არ ჰქონდა. უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება დანარჩენი ბრალდებულების შესახებაც განაჩენებიც.

ბრალდების მიხედვით, მოქალაქეები სხვადასხვა დავების მოგვარების მიზნით ქურდული სამყაროს წესებს იყენებდნენ.

,, ჩვენი ეპიზოდი ეხება ავტომანქანის ამბავს. ავტომანქანა იყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის კუთვნილება. ეს მანქანა ათხოვა სხვას, რომელსაც როგორც გაირკვა, წაართვეს. პოლიცია აცხადებს, რომ ქურდულ გარჩევას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ამ დავაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მონაწილეობა არ მიუღია.'' - ამბობს ადვოკატი ნინო შავშიშვილი.

პროკურატურის განმარტებით, ავტომანქანის დაბრუნების მიზნით ქურდული გარჩევა მოეწყო. თუმცა, სასამართლომ ავტომანქანის ნამდვილი მფლობელის ბრალეულობა ვერ გამოკვეთა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები