ახალი ამბები
,,შინ ევროპისკენ'' - თბილისში აქცია მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტის წინ აქცია „შინ ევროპისკენ" მიმდინარეობს. დღეს, 20 ივნისს, აქცია „გავრილოვის ღამის" სამი წლისთავზე იმართება.

მისი მიზანი ევროინტეგრაციის მხარდაჭერაა.

შეკრებას შეუერთდნენ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლის სტუდენტები.

17 ივნისს კი, ცნობილი გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესახებ.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.

ფოტო: რადიო თავისუფლება
Print

სტატიის გამოყენების პირობები