ახალი ამბები
,,გპირდებით, ვიქნებით თქვენი პარტნიორი აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში'' - აშშ-ს საელჩო
შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას.

ამის შესახებ ოფიციალური განცხადება საელჩოს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეერთებული შტატები რეფორმების განხორციელებაში საქართველოს პარტნიორად რჩება:

,,ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და გპირდებით, რომ ვიქნებით თქვენი პარტნიორი აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას თან ახლავს ფოტო, რომელიც ფორმულას დრონმა იმ აქციაზე გადაიღო, რომელიც თბილისში 20 ივნისს გაიმართა. 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ევროინგეტრაციის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები