ახალი ამბები
ხაშურში კორონავირუსის შემთხვევები აღარ ფიქსირდება
ხაშურში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ჩიქოვანმა ხაშურის მერიას აცნობა.

მისი განცხადებით, 12 ივნისამდე იყო მხოლოდ ერთეული უსიმპტომოდ მიმდინარე შემთხვევა:

,,ხოლო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი არ დაფიქსირებულა და გავრცელებას ადგილი არ ჰქონია. ასეთი ეპიდსიტუაციის მიზეზი, ალბათ არის ის, რომ ვირუსი დასუსტებულია საკმაოდ და იმდენად გადამდები და ინფიცირებადი აღარ არის, როგორც წინა პერიოდში.'' - აღნიშნავს ჩიქოვანი.

მისი ვარაუდით, კორონავირუსის გავრცელების ინტენსიურობისა და ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის კლებას ორი ფაქტორი განაპირობებს:

,,ერთი, რომ მოსახლეობის ნაწილი, დაახლოებით, ხაშურის მუნიციპალიტეტში 40 პროცენტი აიცრა, და მეორე ის, რომ ადამიანების დიდმა ნაწილმა ვირუსის ინფექცია გადაიტანა და ამ გზითაც ჩამოყალიბდა იმუნური ფენა. პლიუს ამას, თვითონ ვირუსიც შედარებით დასუსტებულია. კვლავ მიმდინარეობს აცრები ვაქცინაციისათვის საგრძნობლად შემცირებული მოსახლეობის მომართვიანობის ფონზე. ამ ეტაპზე, იმუნიზაციას მიმართავენ მხოლოდ ის პირები, ვისაც საზღვარგარეთ უნდათ გასვლა. '' - აღნიშნავს ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შიდა ქართლში კორონავირუსის 7 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო ქვეყანაში - 616.

Print

სტატიის გამოყენების პირობები