ახალი ამბები
,,გორმედი'' ამხილეს სასარგებლო წიაღისეულის უნებართვოდ მოპოვების ფაქტზე
სამედიცინო ქსელი ,,გორმედი'' ამხილეს სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტზე.

ამის თაობაზე მინერალური წყლების რესურსების სააგენტომ ორი ოქმი გორის სასამართლოში შეიტანა.

სააგენტომ კლინიკა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 57-ე მესამე პრიმა მუხლის საფუძველზე დააჯარიმა.

მოსამართლე ნინო გერგაულმა ერთი განცხადება განსჯადობის მიხედვით ხაშურის სასამართლოში გაგზავნა, ხოლო მეორე თვითონ განიხილა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე ,,გორმედს'' გაფრთხილება და დოკუმენტების წესრიგში მოყვანა დაევალა.

რა მინერალური წიაღისეულის მოპოვებაზეა საუბარი, ამ ეტაპზე მედიისთვის უცნობია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები