ახალი ამბები
უფლისციხეში სველ წერტილს მერია აღარ აქირავებს - შემოსავალი მთლიანად ბიუჯეტში გადაირიცხება
უფლისციხეში მდებარე სველი წერტილები აღარ გაქირავდება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა მიიღო.

ამ დრომდე საპირფარეშო თვეში 100 ლარად ქირავდებოდა. ხოლო პანდემიამდე ტურიზმის გაზრდილი რაოდენობის გამო, შემოსავალი 1000 ლარზე მეტი იყო.

კერძო პირი ვალდებული იყო სველი წერტილის სისუფთავე უზრუნველეყო. მას ქირის თანხის გარდა, მთლიანი შემოსავალი რჩებოდა.

ამჯერად სველ წერტილს კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელი მოემსახურება. შემოსავალი კი მას დარჩება, ხოლო ტურისტების მიერ გადახდილი თანხა კეთილმოწყობის სააგენტოს სალაროში უნდა შეიტანოს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები