ახალი ამბები
ცხინვალი-ვლადიკავკაზის გზა ჩაიკეტა
უხვი ნალექის გამო ცხინვალი-ვლადიკავკაზის გზაზე მიწის მასა ჩამოიშალა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა გაურკვეველი დროით დაიკეტა.

შემთხვევა დღეს დაახლოებით 19:15 სთ-ზე როკის გვირაბის ჩრდილოეთ მხარეს მოხდა. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

ადგილზე ჩრდილოეთ ოსეთის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები