ახალი ამბები
გორთან ახლოს 13 ჰა მიწა გამოიყო საძოვრისთვის
გორის მუნიციპალიტეტში 13 ჰა მიწის ფართი გამოიყო იმისათვის, რომ ფერმერმა იქირაოს და საქონელი აძოვოს.

ამის შესახებ ინფორმაცია მიწის მართვის სააგენტომ გამოაქვეყნა. იჯარის მსურველებს შეუძლიათ განაცხადის შეტანა 5 აგვისტომდე. განაცხადების მიღება გუშინ, 22 ივნისს დაიწყო.

მიწის ფართობი შეირჩა "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის" პროგრამის ფარგლებში.

სულ საქართველოში 116 ადგილი შეირჩა, აქედან ერთი ადგილი გორის მუნიციპალიტეტში, უფლისციხის ტერიტორიაზე.

"სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის" სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა. პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ.

პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, მეცხოველეობის დარგის განვითარებას დაეხმარება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები