ახალი ამბები
ნოემბრამდე გრძელდება კამპანია ,,მაისის გაზომვის თვე''
საქართველოში 17 მაისს დაიწყო კამპანია ,,მაისის გაზომვების თვე'' და და 6 თვე გაგრძელდება. გორის მუნიციპალიტეტში აქცია უკვე ორ სოფელში - მეჯვრისხევსა და მერეთში ჩატარდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, კამპანია მიმდინარეობს სლოგანით "ზუსტად გაიზომე არტერიული წნევა, აკონტროლე ის, იცხოვრე უფრო დიდხანს" და მისი მიზანია მომატებული არტერიული წნევის გამოვლენა, მოსახლეობის გათვითცნობიერების ამაღლება ჰიპერტენზიის, როგორც კარდიოვასკულურ დაავადებათა ძირითადი რისკის ფაქტორის შესახებ.

ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოება (ISH) მეხუთე წელია ახორციელებს ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლო კამპანიას. საქართველო 2017 წლიდან მონაწილეობს აღნიშნულ სკრინინგულ ინიციატივაში. წლის ბოლომდე მოხალისეები ქალაქებსა და სოფლებში მოსახლეობას გაუზომავენ წნევას.

მაისის გაზომვების თვე მოიაზრება არტერიული წნევის კვლევის ყველაზე დიდ გლობალურ პროექტად 87 ქვეყანაში, რომლის მიზანია მილიონზე მეტი ადამიანის ტესტირება  მაისიდან ნოემბრამდე.

,,მომატებულ არტერიულ წნევას კვლავ ყველაზე დიდი წილი აქვს გლობალურ სიკვდილიანობასა და ავადობის გლობალურ ტვირთში. დადგენილია, რომ 2019 წელს არტერიულ ჰიპერტენზიას უკავშირდებოდა სიკვდილის შემთხვევათა დაახლოებით 19% (10,8 მილიონი ადამიანი). ჰიპერტენზია იწვევს გულის იშემიური დაავადების, თავის ტვინის ინსულტისა და გულის უკმარისობის შემთხვევათა 50%–ს. საყურადღებოა, რომ მომატებული წნევისა და მისი გართულებების მართვაზე გლობალური ჯანდაცვის ხარჯების დაახლოებით 10%-ზე მეტი იხარჯება. სამიზნე ორგანოთა ჰიპერტენზიით დაზიანება COVID-19-ით დაინფიცირებულ პაციენტებში ზრდის დაავადების მძიმე მიმდინარეობისა და არაკეთილსაიმედო პროგნოზის რისკს.'' - აღნიშნულია დაავადებათა კონტრილის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები