ახალი ამბები
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მიცემის შესახებ
ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ (14-მა თავი შეიკავა) მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიცემის შესახებ.

ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ:

- საქართველოც უნდა გახდეს კანდიდატი აუცილებელი რეფორმების შესრულების შემდეგ.

- არ არსებობს ევროკავშირის წევრობისთვის „სწრაფი გზა“.

- გაწევრიანება მხოლოდ დამსახურების საფუძველზე და კრიტერიუმების შესრულების შემდეგ

- ევროკავშირის გაფართოება თავად ევროკავშირის ინტერესია

რეზოლუცია, მოუწოდებს ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, რომლებიც დღეს და ხვალ მართავენ სამიტს, „დაუყოვნებლად“ მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკას. იგივენაირად მოიქცნენ საქართველოსთან მიმართებით „მას შემდეგ, რაც მისი მთავრობა შეასრულებს“ ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს.'' - აღნინულია რეზოლუციაში.

სრულ თარგმანს გაეცნათი რადიო თავისუფლების ვებ-გვერდზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები