ახალი ამბები
გორი-სკრის გზაზე მანქანა გზიდან გადავარდა
გორი-სკრის გზაზე მანქანა გზიდან გადავარდა.

შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. ავტომანქანა სკრის მიმართულებით მოძრაობდა.

მძღოლს პირველადი დახმარება გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა აღმოუჩინეს.

მიმდინარეობს მოკვლევა.

გორი-სკრა-ოსიაურის მიმართულების გზა გამოირჩევა მკვეთრი მოსახვევებით, რაც გზიდან ავტომანქანების გადავარდნის შემთხვევების რაოდენობაზე მოქმედებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები