ახალი ამბები
გორში სტალინის გამზირზე 5 წლის ბავშვს აივნიდან ჩამოვარდნილი ფიცარი დაეცა
გორში სტალინის გამზირზე აივნიდან ჩამოვარდნილი ფიცარი 5 წლის ასაკის ბავშვს დაეცა. შემთხვევა გუშინ 28 ივნისს მოხდა.

,,გორმედში" აცხადებენ, რომ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა თბილისში სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანა მაინც გახდა საჭირო.

განახლებული რეგიონების პროექტის ფარგლებში ორი წელია სტალინის გამზირზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. თუმცა, მერიაში აცხადებენ, რომ ფაქტს ამ სამუშაოებთან არანაირი შეხება აქვს.

კორპუსს, საიდანაც ფიცარი ჩამოვარდა, რეაბილიტაცია საერთოდ არ უტარდება - აცხადებენ მერიაში
Print

სტატიის გამოყენების პირობები