ახალი ამბები
ეზო, სადაც 5 წლის ბავშვი დაშავდა აივნიდან ჩამოვარდნილი ფიცრით
გორში, სტალინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში 5 წლის ბავშვი დაშავდა იმის გამო, რომ აივნიდან ფიცარი ჩამოვარდა.

როგორც მერიიდან გვაცნობეს, ამ კორპუსთან ის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ მიმდინარეობს, რაც სტალინის გამზირს ეხენა და სამშენებლო რისკებთანაა დაკავშირებული.

როგორც მერიაში განმარტავენ, ფიცარი ერთ-ერთი ბინის აივნიდან ჩამოვარდა და ეზოში მოთამაშე ბავშვს დაეცა.

სამშენებლო კოპანიის წარმომადგენლებმა კი დაგვიზუსტეს და გვაცნობეს, რომ შემთხვევა სტალინის გამზირზე, 29 კორპუსის ეზოში მოხვდა.

,,ჩვენ ჯერ მე-13 კორპუსამდე მივედით. იმის იქით არ ვაწარმოებთ სარემონტო სამუშაოებს. ამიტომ, ამ ფაქტთან სტალინის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეხება არა აქვს. მით უმეტეს, ფაქტი ეზოში მოხდა'' - აცხადებს მშენებელი.

გორმედის ცნობით, დაშავებული ბავშვს მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა გამოკვლევების მიზნით, თბილისის კლინიკაში გაგზავნეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები