ახალი ამბები
ჯავის რაიონში მდინარეში დაკარგული 19-წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, მდინარეში დაკარგული ბიჭის ცხედარი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

სააგენტო რესის ცნობით, 19-წლის ბიჭის ცხედარს სოფელ ითრაფისის ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვში მიაგნეს.

ბიჭი კი მდინარე ფაწამ ჯავის რაიონში, სოფელ ყემელთაში გაიტაცა.

დაკარგულ ბიჭს 60 მაშველი და 20-მდე ადგილობრივი მცხოვრები ეძებდა. მდინარეების მოულოდნელი ადიდება უხვმა ნალექმა გამოიწვია.

როგორც ოსური სააგენტოები წერენ, ბიჭი მდინარეში შემთხვევით ჩავარდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები