ახალი ამბები
გორელი სუმოისტები ევროპის ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას
გორელი სუმოისტები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან 

გორის მერიის სპორტის განვითარების სააგენტოს ცნობით, ამჟამად ისინი ფიზიკურ ვარჯიშებს აქტიურად გადიან 

გუნდს მერაბ პაიჭაძე ხელმძღვანელობს. სწორედ მისი მითითებით, გორელი სუმოისტები ფიზიკურ ვარჯიშებს გამოცდილ მწვრთნელ მურამ კალანდიასთან გადიან. ეს უკანასკნელი გორის შოთა ჩოჩიშვილი სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის მწვრთნელია.

,,ვფიქრობ, რომ სუმოისტებთან მუშაობა ძალიან საინტერესოა. ფიზიკური ვარჯიშებისას, მათთან სპეციფიკური მიდგომაა საჭირო. სპორტსმენები მონდომებული არიან და მეცადინეობაც ნაყოფიერად მიმდინარეობს. იმედი მაქვს, რომ დიდი შეჯიბრებიდან ისინი მედლებით დაბრუნდებიან“ - ამბობს მურმან კალანდია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები