ახალი ამბები
,,დანერგე მომავლის'' ხეხილის 15 ბაღში ნერგების 100% გამხმარია
გორში ,,დანერგე მომავლის'' ფარგლებში გაშენებული 20 ჰა ბაღი გამხმარი დახვდათ. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც 2022 წლის 17 ივნისს გამოქვეყნდა.

დასკვნის მიხედვით, აუდიტის ჯგუფმა ვიზუალურად დაათვალიერა 2018-2020 წლებში მოქმედი ხელშეკრულებების ფარგლებში დაფინანსებული 61 ბაღი. მათგან 20 ჰა - გორში, ვაშლის ბაღი.

ქვეყნის მასშტაბით, გაშენებულ ხეხილის 61 ბაღზე 5.2 მლნ ლარი დაიხარჯა.

გამოვლინდა, რომ 61 ბაღიდან 15 ბაღში ნერგების 100% გამხმარია. აწ უკვე გამხმარ ბაღებში დახარჯული იყო 1.3 მლნ ლარი.

ამასთანავე, დამატებით 10 ბაღის შემთხვევაში, რომლებიც ჯამურად დაფინანსდა 733,291 ლარის ოდენობით, ნერგების გარკვეული ნაწილი გამხმარია, ხოლო 3,115,975 ლარით დაფინანსებულ 36 ბაღში − ნერგების არსებითი ნაწილი გახარებულია.

დანარგე მომავლის პრორგამის ფარგლებში, 2018-2020 წლებში სულ გახმა 147 ჰა კაკალი. 28 ჰა ჟოლო.

ნახევრად გახმა 69.5 ჰა – ნუში, კაკალი, ჟოლო. ნახევრად გახმა 20-20 ჰა-ზე კაკალი და ცალკე ნუში.

რაც შეეხება გორის ბაღს, საუბარი 20 ჰა ხეხილის ბაღზე, სადაც თავდაპირველად კაკალი და ჟოლო გააშენეს, თუმცა გახმა. პროგრამის ფარგლებში მას ვაშლის ჩანაცვლება სურდა, თუმცა არც ეს პირობა შეასრულა.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები