ახალი ამბები
კუნძულ მალტაზე გორის თეატრის სპექტაკლის პრემიერა შედგა
სპექტაკლის პრემიერა შედგა! - იუწყება გორის თეატრის ადმინისტრაცია.

29 ივნისს კუნძულ მალტაზე, ევროპის კულტურის დედაქალაქ ვალეტაში, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი EuroArt 2022 გაიხსნა.

ფესტივალის გახსნის დღეს მოეწყო ქართული სცენოგრაფიის გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული თეატრალური მხატვრობის ისტორია, ნამუშევრები.

თეატრალური ფესტივალი კი გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა გახსნა სპექტაკლით „დაუძახე - ბროწეულო, პურის თავთავო!

პიესის ავტორი ამირ დეჟაქამი; რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე.




Print

სტატიის გამოყენების პირობები