ახალი ამბები
გორში ღამის კლუბი გაიხსნა
გორში ღამის კლუბი გაიხსნა. პირველი ივენთი 2 ივლისს საღამოს გაიმართა.

მომდევნო ღონისძიება 3 კვირის შემდეგ იგეგმება. 





ინფორმაცია კლუბის გახნის შესახებ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. 

კლუბი ყოფილ რესტორან ,,ნიავის'' ტერიტორიაზეა და ეწოდა IDEA.



2 ივლისს, IDEA - ს სადებიუტო ღონისძიებაზე, ქართული ტექნო სცენის ერთ-ერთი პიონერ შემსრულებელს, დუო პროექტის GREENBEAM & LEON - ის წევრს აჩი თაბუკაშვილს უმასპინძლეს, სოლო პროექტით VULKANSKI.

,,ჩვენი პროექტის იდეა, რომელიც გულისხმობს მულტიფუნქციური სივრცის შექმნას და ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად ისახავს გორში ელექტრონული მუსიკის, კლუბ-კულტურის განვითარებასა და ამ სფეროს ირგვლივ, მნიშვნელოვან საკითხებსა და პროცესებზე ცნობიერების ამაღლებას, საფუძველი 2 ივლისს ჩაეყრება და სადებიუტო ღონისძიებაზე, ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის გამორჩეულ წარმომადგენლებს უმასპინძლებს. ჩვენი საორგანიზაციო გუნდი დაკომპლექტებულია ადამიანებით, რომლებსაც სჯერათ, რომ ეს წამოწყება სასიკეთო ცვლილებებისა და მნიშვნელოვანი პროცესების საწყისი გახდება და პირველ რიგში, ლოკალური აუდიტორიის ამ სფეროსთან უფრო მჭიდრო და მყარი კავშირების დამყარებას, ინფორმაციის და ენერგიების გაცვლას შეუწყობს ხელს. გვჯერა, რომ ყოველი ახალი აქტივობა, რომელიც ხარისხზე და თითოეული ვიზიტორისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე იქნება ორიენტირებული, მოგვეცმს დიდ გამოცდილებას და ახალ, უნიკალურ ინიციატივებს. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ პროგრესული მოძრაობის ჩამოყალიბების წინაპირობა გახდება, რომელიც ახალ შესაძლებლობების აღმოჩენას და შემდგომ განხორციელებას დაუჭერს მხარს.'' - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც გახსნამდე გავრცელდა.

უფრო ვრცლად ეწვიეთ კლუბის ფეისბუქის გვერდს


Print

სტატიის გამოყენების პირობები