ახალი ამბები
ხაშურელი ლევან ქელეხსაშვილი ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი მეორედ გახდა
ქვიშის მოჭიდავე ლევან ქელეხსაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მეორედ  გახდა.

2 ივლისს 70 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა. ჯემალ კილაძის გუნდმა გუნდურ წარმატებასაც მიაღწია და ჩემპიონის ტიტული მიიღო.

შეხვედრა საფრანგეთში სენ ლორან დუ ვარის სანაპიროზე გაიმართა.

ქვიშის თამაშები ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის (ANOC ) ეგიდით ტარდება, თამაშებში სპორტის 13 სახეობის 14 დისციპლინაში 97 ქვეყნის 1200 ზე მეტი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. მათ შორის საქართველოც.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები