ახალი ამბები
მიწისქვეშა გადასასვლელში მაღაზია გაქურდეს
14 თებერვალს შუაღამეს ქალაქის ცენტრში მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში საკანცელარიო მაღაზია გაქურდეს.

მაღაზიიდან კომპიუტერი და საკანცელარიო ნივთები წაიღეს.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

შსს-ს პრესსამსახურის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით,  ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.

მოპარული ნივთები ნაპოვნია და ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით საცავში შეღწევას გულისხმობს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები