ახალი ამბები
დღეს 9 ივლისს გორის თეატრში რობერტ სტურუას ელოდებიან
მეორე დღეა გორის თეატრში რუსთაველის თეატრის დასის გასტროლებია.

დღეს მსახიობები და მაყურებელიც რობერტ სტურუას ელოდებიან. როგორც თეატრის ადმინისტრაციიდან გვაცნობეს, სპექტაკლს ,,თამაშის დასასრული'' რობერტ სტურუაც დაესწრება.

ესაა წარმოდგენა, რომელიც სტურუამ მაესტრო გია ყანჩელის ხსოვნას მიუძღვნა. წარმოდგენა 19 საათზე დაიწყება.

გუშინ 8 ივლისს, კი თეატრის სცენაზე რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი - გ. ერისთავი "ძუნწი", რეჟისორი გოჩა კაპანაძე.

გასტროლი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები