ახალი ამბები
ატენში სასწრაფო დახმარების მანქანას ცეცხლი გაუჩნდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში სასწრაფო დახმარების მანქანას ხანძარი გაუჩნდა.

შემთხვევა შუადღეს მოხდა.

ინციდენტს შეესწრო საკრებულოს წევრი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ნანა ლოთიშვილი.

მისი თქმით, მანქანას ცეცხლი მაშინ გაუჩნდა, როდესაც ბრიგადა ერთ-ერთ ოჯახში გამოძახებაზე მიდიოდა.

ცეცხლის ჩასაქრობად გორიდან სახანძრო მანქანა გამოიძახეს, გამოიძახეს ასევე სხვა ბრიგადა პაციენტისთვის.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს მოკვლევა ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.
Print

სტატიის გამოყენების პირობები