ახალი ამბები
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ აძვში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ აძვში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლოებას ათზე მეტი სამედიცინო დაწესებულების სხვადასხვა პროფილის ექიმი ემსახურებოდა.

ექიმებმა ასობით პაციენტს ჩაუტარეს მრავალპროფილური პროფილაქტიკური კვლევები და გადასცეს დანიშნულების შესაბამისი მედიკამენტები.

გასინჯვის პროცესს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

აქცია ორგანიზაცია „ქართული ოცნება - ჯანსაღი მომავლის“ ინიციატივით ჩატარდა.

აქცის მხარდამჭერები იყვნენ საქრთველოს პარლამენტი, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია, გორის მუნიციპალიტეტის მერია და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები