ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტში იტალიური მოდის დიზაინის შემსწავლელი პროგრამა დაიწყება
გორის უნივერსიტეტმა იტალიის ხუთი ქალაქის უნივერსიტეტთან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

ამის შესახებ უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა დღეს პროფესიულ კოლეჯ განთიადში, ღია კარის დღეზე განაცხადა.

მისი თქმით, იტალიელი სპეციალისტების დახმარებით, გორის უნივერსიტეტში ახალი პროგრამები დაიწყება. ეს ეხება გასტრონომიულ ტურიზმს და მოდის დიზაინს.

,,ხუთ სასწავლებელთან დავიწყეთ ძალიან სერიოზული ურთიერთობა. მინერვას ორგანიზაციის დახმარებით ორი უმნიშვნელოვანესი პროგრამა გაკეთდება. ეს იქნება გასტრონომიულ ტურიზმში და ეს იქნება მოდის დიზაინზე. იტალიელები ჩაერთვებიან, თვითონ იტალიური სტაფი იქნება.ერთობლივად გავაკეთებთ. კოლეჯ განთიადს ვთავაზობ, რომ ამ პროგამაში ჩაერთოს.'' - აღნიშნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილი.

მინერვას ორგანიზაცია ქართულ-იტალიური ორგანიზაციაა, რომელსაც იტალიელი ჯოვანი ჯაკომანტიო ხელმძღვანელობს. ჯოვანი წლების წინ საქართველოში ევროკავშირის მისიაში მუშაობდა. მისიის ამოწურვის შემდეგ საქართველოს კომუნიკაცია არ გაწყვიტა და გორის უნივერსიტეტთან აგრძელებს თანამშრომლობას.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები