ახალი ამბები
ნორვეგიაში მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე გორელი დათო კლდიაშვილი ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა
მათემეტიკის (IMO 2022) რიგით 63-ე საერთაშორისო ოლიმპიადა წელს ოსლოში (ნორვეგია) გაიმართა

ოლიმპიადაზე მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა საქართველოდანაც.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ცნობით, ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები გუნდი 3 ბრინჯაოს და 3 საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.

ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ: დავით მემარნიშვილი, დავით კლდიაშვილი და თორნიკე ბერაია - სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.

დავით კლდიაშვილი გორელია. ის გორის სასულურო გიმნაზიაში სწავლობდა.

საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ : გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე კორკოტაშვილი და დავით თოგოევი - სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.

საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადები გამოირჩევიან მასშტაბურობით და ხანგრძლივი გამოცდილებით. მათი მიზანია აღნიშნულ დისციპლინებში მოსწავლეების ცოდნის და უნარ-ჩვევების ამაღლება-დახვეწა

საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევა და მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ხორციელდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები წელს ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურში გადასული მოსწავლეებით დაკომპლექტდა. მათ დამატებითი ორი შესარჩევი ტური გაიარეს, ნაკრებისა და რეზერვის შემადგენლობა კი, ორივე ტურში დაგროვილი ქულების ჯამის მიხედვით განისაზღვრა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები